Educational workshop Food Chain - Kutaisi

27. 5. 2026

Prospects for the Development of Short Food Supply Chains in Rural Areas of Georgia

How can Short Food Supply Chains help strengthen local food systems and support the sustainable development of rural communities in Georgia? What opportunities can they create for family farms, local producers, and regional economies? These topics will be explored during an international educational workshop taking place on June 5, 2026, at Akaki Tsereteli State University in Kutaisi.

The workshop is organized within the Visegrad+ funded project “Family Farms in Short Food Supply Chains: Transfer of Experiences from the Czech Republic, Slovakia, and Poland”, led by Mendel University in Brno in cooperation with Akaki Tsereteli State University.

Participants will gain insight into the role of Short Food Supply Chains (SFSCs) in supporting food security, improving the economic sustainability of family farms, and strengthening direct relationships between producers and consumers. The workshop will present both international and local experiences, successful case studies, and innovative approaches that can contribute to the future development of rural areas in Georgia.

The event will feature presentations and discussions led by representatives of Akaki Tsereteli State University and invited experts specializing in sustainable agriculture and local food systems. Beyond sharing practical experiences and examples of good practice, the workshop aims to encourage dialogue about the future of rural development and resilient local economies.

Event details

📅 Date: June 5, 2026
🕚 Time: 11:00
📍 Venue: Akaki Tsereteli State University Library, 18 T. Tabidze Street, Floor 2, Room #2208

The workshop is intended for farmers, researchers, students, rural development professionals, and everyone interested in sustainable agriculture and local food systems. 🌱


მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების განვითარების პერსპექტივები საქართველოს სოფლის რეგიონებში

როგორ შეუძლია მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვებს გააძლიეროს ადგილობრივი სასურსათო სისტემები და ხელი შეუწყოს საქართველოს სოფლის რეგიონების მდგრად განვითარებას? რა შესაძლებლობებს ქმნის ეს მოდელი საოჯახო მეურნეობებისთვის, ადგილობრივი მწარმოებლებისა და რეგიონული ეკონომიკისთვის? სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნება საერთაშორისო საგანმანათლებლო ვორქშოფი, რომელიც გაიმართება 2026 წლის 5 ივნისს ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ვორქშოფი ტარდება ვიშეგრად+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის — „საოჯახო მეურნეობები მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვებში: გამოცდილების გაზიარება ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“ — ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს ბრნოს მენდელის უნივერსიტეტი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით.

მონაწილეები გაეცნობიან მოკლე სასურსათო მიწოდების ჯაჭვების (SFSC) როლს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, საოჯახო მეურნეობების ეკონომიკური მდგრადობის გაუმჯობესებასა და მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებაში. ვორქშოფზე წარმოდგენილი იქნება როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი გამოცდილება, წარმატებული ქეისები და ინოვაციური მიდგომები, რომლებიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს საქართველოს სოფლის რეგიონების მომავალი განვითარებისათვის.

ღონისძიების ფარგლებში პრეზენტაციებსა და დისკუსიებს გაუძღვებიან აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები, რომლებიც მუშაობენ მდგრადი სოფლის მეურნეობისა და ადგილობრივი სასურსათო სისტემების მიმართულებით. პრაქტიკული გამოცდილებისა და წარმატებული მაგალითების გაზიარების გარდა, ვორქშოფის მიზანია დისკუსიის ხელშეწყობა სოფლის განვითარების, მდგრადი ეკონომიკისა და ადგილობრივი სისტემების მომავლის შესახებ.

ღონისძიების დეტალები

📅 თარიღი: 5 ივნისი, 2026
🕚 დრო: 11:00
📍 ადგილი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა, ტ. ტაბიძის ქ. 18, II სართული, აუდიტორია #2208

ვორქშოფი განკუთვნილია ფერმერებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის, სოფლის განვითარების სფეროს პროფესიონალებისთვის და ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მდგრადი სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი სასურსათო სისტემებით. 🌱

Více aktualit

Všechny aktuality