Educational workshop Food Chain - Telavi

21. 5. 2026

How can family farms strengthen their position in today’s highly competitive food market? What opportunities do short food supply chains bring for local producers, rural economies, and sustainable agriculture? These questions will be explored during an international workshop taking place on June 8, 2026, at Iakob Gogebashvili Telavi State University.

The educational workshop is organized within the Visegrad+ funded project “Family Farms in Short Food Supply Chains: Transfer of Experiences from the Czech Republic, Slovakia, and Poland”, led by Mendel University in Brno in cooperation with the Faculty of Agriculture, University of Banja Luka.

Participants will gain insight into practical examples of family farms from Central Europe that have successfully implemented Short Food Supply Chains (SFSC). The workshop will also introduce the Business Model Canvas as a practical management tool that helps farmers optimize resources, improve efficiency, and create more stable income opportunities.

The event will feature presentations and case studies from experts involved in the project. Beyond sharing experiences and good practices, the workshop aims to encourage discussion about the future of local food systems and sustainable rural development.

Event details

📅 Date: June 8, 2026
🕓 Time: 11:00
📍  Iakob Gogebashvili Telavi State University, Building 1, Room N 213

The workshop is intended for farmers, researchers, students, rural development professionals, and everyone interested in sustainable agriculture and local food systems. 🌱

More information about project at website.


საგანმანათლებლო ვორქშოფი Food Chain – თელავი

როგორ უნდა გააძლიერონ საკუთარი პოზიციები საოჯახო მეურნეობებმა დღევანდელ მაღალკონკურენტულ სასურსათო ბაზარზე? რა შესაძლებლობებს ქმნის სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვები ადგილობრივი მწარმოებლებისთვის, სოფლის ეკონომიკისა და მდგრადი სოფლის მეურნეობისათვის? სწორედ ამ საკითხებს განიხილავენ საერთაშორისო სემინარზე, რომელიც იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2026 წლის 8 ივნისს გაიმართება

საგანმანათლებლო სემინარი ტარდება Visegrad+ მიერ დაფინანსებული პროექტის — „საოჯახო მეურნეობები სურსათის მიწოდების ჯაჭვებში: გამოცდილების გაზიარება ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“ — ფარგლებში, რომელსაც ხელმძღვანელობს მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში ბანია ლუკას უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის ფაკულტეტთან თანამშრომლობით.

მონაწილეები გაეცნობიან ცენტრალური ევროპის საოჯახო მეურნეობების პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებმაც წარმატებით დანერგეს სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვები (SFSC). სემინარზე ასევე წარმოდგენილი იქნება კანვას ბიზნეს მოდელი — მენეჯმენტის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერებს ეხმარება რესურსების ოპტიმიზაციაში, ეფექტიანობის გაზრდასა და უფრო სტაბილური შემოსავლის წყაროების შექმნაში.

ღონისძიების ფარგლებში, პროექტში ჩართული ექსპერტები წარადგენენ პრეზენტაციებსა და ქეისებს. გამოცდილებისა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარების გარდა, სემინარის მიზანია დისკუსიის წახალისება ადგილობრივი სასურსათო სისტემებისა და მდგრადი სოფლის განვითარების მომავალზე.

ღონისძიების დეტალები

📅 თარიღი: 8 ივნისი, 2026
🕓 დრო: 11:00
📍 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, აუდიტორია N213

სემინარი განკუთვნილია ფერმერებისთვის, მკვლევრებისთვის, სტუდენტებისთვის, სოფლის განვითარების სფეროს პროფესიონალებისთვის და ყველასთვის, ვინც დაინტერესებულია მდგრადი სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი სასურსათო სისტემებით. 🌱

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

Více aktualit

Všechny aktuality